ვლაჰოვიჩი:“ ჩვენ ლილთან მატჩში 2 ქულა დავკარგეთ“
იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა ლილთან მატჩი შეაფასა.
„ლილი ძალიან კარგი გუნდია, მათ საკუთარ კედლებში თამაში შესანიშნავად გამოსდით, თუმცა ჩვენ მატჩს ვაკონტროლებდით, ვიყავით აგრესიულები, შევქმეით არაერთი მომენტი და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.
„გოლის გატანის შემდეგ მქონდა გრძნობა, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით, რადგან გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელით. ჩვენ ლილთან 2 ქულა დავკარგეთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ლილის კიპერის სეივი ჩემი დარტყმის შემდეგ ? ასეთი მომენტების 90 პროცენტი გოლით სრულდება, მეკარემ ძალიან რთული სეივი განახორციელა.
„სეზონის სტარტი ? ჩვენ გარკვეულ მატჩებში მეტი შეგვეძლო, თუმცა გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ამიტომ ყველაფრის გათვალსწინებით კარგი სტარტი გვაქვს. ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ მუშაობას და განვითარებას გავაგრძელებთ.“