TuttoJuve

Juve per sempre sarà

დღეს სპალეტიმ კარნევალისთან შეხვედრა გამართა

Tuttosport-ის ინფორმაციით, დღეს ჯოვანი კარნევალი ლუჩიანო სპალეტის შეხვდა და მხარეებმა ის პოზიციები განიხილეს, რომელთა გაძლიერებას იუვენტუსის მწვრთნელი ითხოვს.

წყაროს ცნობით, შეხვედრის დროს ლუჩიანო სპალეტის პოზიცია უმნიშვნელოვანესი იყო და კარნევალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვეტილებებს სწორედ სპალეტის სურვილების შესაბამისად მიიღებს.

იტალიელმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ იუვენტუსი მომდევნო კვირებში 5-6 ხარისხიანი ფეხბურთელის გაფორმებას შეძლებს, რაც გუნდს მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაეხმარება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).