კოპმეინერსი:“ ჩემთვის მთავარი არა გოლები, არამედ გუნდის წარმატებაა…“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეინერსმა ლილთან მატჩი შეაფასა.
„2 გაუქმებული გოლი ? ჩემთვის გოლის გატანა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა, იქნება ეს ჩემი, თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის გოლით.
„სამწუხაროა, რომ ჩემი გოლები გაუქმდა, მაგრამ პირველ რიგში იმედგაცრუებული დაკარგული ქულების გამო ვარ.
„გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, ჩვენ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო გვჭირდება, თუმცა ვიცით, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“