ჟეგროვა ვარჯიშს აგრძელებს და იუვენტუსში ადგილისთვის ბრძოლას გეგმავს
გასულ დღეებში იუვენტუსიდან ედონ ჟეგროვას წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა თავად კოსოვოელს სხვა გეგმები აქვს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ჟეგროვა უქმეების დროს ვარჯიშს აგრძელებს, ფომის დაბრუნებას ცდილობს და უნდა, რომ პრე-სეზონის დროს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს და იუვენტუსში კიდევ ერთი შანსი მიიღოს.
ტურინული გრანდი თავის მხრივ ჩაგდებული სეზონის შემდეგ ჟეგროვას 20-25 მილიონად გაყიდვას იმედოვნებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
