იუვენტუსს ლილთან მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე ტურნირის ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა
სტატისტიკური გამოცემა Opta-ს ინფორმაციით, გუშინდელ მატჩში იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დააფიქსირა.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 195 დღე გახლდათ, რაც ამ სეზონში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობაა.
აქამდე რეკორდი ლაიფციგს ეკუთვნოდა, მათი შემადგენლობის საშუალო ასაკი ერთ-ერთ მატჩში 24 წელი და 269 დღე გახლდათ.