ტუდორი:“ მადრიდს თავაწეულები ვტოვებთ“
იგორ ტუდორმა რეალთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დღევანდელ მატჩში ერთადერთი გულდასაწყვეტი არის ის, რომ ჩვენ სახლში ქულა არ მიგვაქვს. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ვფიქრობ, ქულა დაიმსახურეს, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. ჩვენ მადრიდს თავაწეულები ვტოვებთ.
„ლიდერები მოედანზე ? ჩვენ მოედანზე 11 ლიდერი გვჭირდება და ვფიქრობ, ამ ასპექტში შედარებით მოვიკოჭლებთ. იუვენტუსის მაისური ძალიან მძიმეა და მისი ტარება მარტივი არ არის. ჩვენ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს, მაგრამ ერთი რამ არ გვეპატიება, მოედანზე ყოველთვის მოტივირებულები უნდა გავიდეთ. ჩემი მოსვლის დღიდან, ჩვენ რამდენიმე მატჩში არასწორი მენტალიტეტით ვითამაშეთ, მაგრამ ამას დღევანდელ შეხვედრაზე ვერ ვიტყვით.
„გაშვებული გოლი ? ვინისიუსის ინდივიდუალურმა ოსტატობამ ყველაფერი გადაწყვიტა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
