დი გრეგორიო:“ მარცხის გამო გაბრაზებულები ვართ, მაგრამ დღეს ჩვენ ხასიათი ვაჩვენეთ“
რეალთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა მიკელე დი გრეგორიომ შეხვედრა შეაფასა.
„ჩვენ დამარცხების შემდეგ ყოველთვის გაბრაზეუბლი და იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ხასიათი ვაჩვენეთ. აქ თამაში რეალის წინააღმდეგ ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ბრძოლა ბოლო წამამდე გავაგრძელეთ და შეგვეძლო, პოზიტიური შედეგისთვის მიგვეღწია.
„სეივები ? ამის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა და დღეს ჩვენ სასურველი შედეგი ვერ დავდეთ. გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და მე ბედნიერი ვერ ვიქნები.
„ჩახუტება ვლაჰოვიჩთან მატჩის შემდეგ ? რაც იქ ვთქვით, ეს ჩვენთან დარჩება. მე მას ჩავეხუტე რადგან ვიცი, რომ გაცუდებული შანსის გამო ის საკუთარ თავში იმედგაცრუებული იქნება, მაგრამ დღეს ვლაჰოვიჩმა გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
