იუვენტუსმა ლუკუმის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
იუვენტუსსა და ბოლონიას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის ჯონ ლუკუმის თაობაზე მიმდინარეობს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ბოლონიას მცველი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნააა და იუვენტუსი ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე მუშაობს.
წყაროს ცნობით, ბოლონია ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 24-25 მილიონს ითხოვს და ამ თანხის ეტაპობრივად მიღების წინააღმდეგი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
