იუვენტუსმა ბოლო წლების ანტი-რეკორდი მოხსნა…
იგორ ტუდორის იუვენტუსი სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ დამარცხდა და არც თუ ისე სასიამოვნო რეკორდი დაამყარა.
ტურინული გრანდი ბოლო 7 მატჩია გამარჯვებას ვერ ახერხებს და სტატისტიკური გამოცემა Opta-ს ცნობით, ეს ბოლოს 2009 წელს, კლაუდიო რანიერის მწვრთნელობის დროს დაფიქსირდა.
იუვენტუსს მარტივი გასეირნება არც სერია ა-ს მომდევნო ტურში ელოდება, ტურინული გრანდი ოლიმპიკოზე ლაციოს დაუპირისპირდება და ცუდი სერიის შეწყვეტას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
