TuttoJuve

Juve per sempre sarà

დევიდი ზაფხულში იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯონათან დევიდს იუვენტუსის დატოვება არ სურს.

წყაროს ცნობით, ჩაგდებული სეზონის მიუხედავად, კანადელს ტურინში დარჩენა და ლუჩიანო სპალეტის გუნდში თავის დამკვიდრება უნდა.

ლუჩიანო სპალეტი თავის მხრივ დევიდის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა თუ იუვენტუსი შესაბამის წინადადებას მიიღებს, ტურინული გრანდი კანადელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).