TuttoJuve

Juve per sempre sarà

დიბუ მარტინესის იუვენტუსში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის

იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის დიბუ მარტინესის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ინგლისური გუნდი არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 15 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსს 33 წლის კიპერში, რომელიც ხელფასის სახით წლიურად 5.5 მილიონს ითხოვს, არ აპირებს.

ლუჩიანო სპალეტის ახალი კიპერის გაფორმება უმოკლეს დროში სურს, ამიტომ იუვენტუსი მომდევნო დღეებში მარტინესის ალტერნატივებზე, მათ შორის გილერმო ვიკარიოსა და ალექს მერეტის ტრანსფერებზე დაიწყებს მუშაობას.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).