TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოჯი:“ რამდენიმე თვეში გამარჯვებული გუნდის აშენება შეუძლებელია“

იუვენტუსის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვეს შედეგები ? ამ მომენტისთვის იუვენტუსის განსჯა ძალიან რთულია. გუნდმა ახალი პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა, ამ ყველაფერს კი გაუთავებელი ტრავმები ემატება. როდესაც ტრავმების მხრივ სიტუაცია გამოსწორდება, იუვე უკეთეს შედეგებს დადებს.

„იუვენტუსი ამ მომენტისთვის სკუდეტოს მოსაპოვებლად მზად არ არის, გუნდს შესაბამისი შემადგენლობა არ ჰყავს. ბიანკონერიმ ოთხეულისთვის უნდა იბრძოლოს, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ნაპოლის, ატალანტასა და ინტერს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს.

„უნდა ითქვას, რომ მოტამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. მე არ მომწინს, თუ როგორ იყენებს ტიაგო კოპმეიენრსს. ტეუნი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მოტა მას საყვარელ პოზიციაზე არ ათამაშებს, რაც ნიდერლანდელს პრობლემებს უქმნის.

„ტრანსფერები ? გუნდს რამდენიმე ტრანსფერი სჭირდება. იუვენტუსს არ ჰყავს გამორჩეული ლიდერი, ასეთი ბრემერი იყო, თუმცა სამწუხაროდ მან ტრავმა მიიღო.“