იუვეს ბოლონიასთან მატჩში რეკორდის მოხსნა შეეძლება
იუვენტუსი სერია ა-ს მომდევნო ტურში ბოლონიას შეხვდება და ტიაგო მოტას ყოფლი გუნდის წინააღმდეგ კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეეძლება.
გოლის არგაშვების შემთხვევაში ეს ტურინული გრანდისთვის სერია ა-ში 15 მატჩში მე-11 მშრალი შეხვედრა იქნება, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
სერია ა-ს რეკორდი კი მილანს ეკუთვნის, როსონერიმ 1971/72 წელს 15 მატჩში კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.