TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ძანიოლოს ტრანსფერში აჯიჩის გამოყენებას გეგმავს

იუვენტუსის ინტერესი ნიკოლო ძანიოლოს მიმართ სერიოზულ სახეს იღებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, უდინეზე იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, ტურინულ გრანდს კი მისი გაფორმება გარკვეული თანხისა და ვასილიე აჯიჩის სანაცვლოდ სურს.

იუვენტუსს კონკურენციას მილანი და კომო უწევენ, თუმცა ნიკოლო ძანიოლო ტურინული გრანდის ქომაგია და თუ მას ბიანკონერის რიგებში თამაშის შანსი ექნება, მის გამოყენებას ეცდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).