პსჟ რამოშის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვს
იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე შეტევის ხაზის გასაძლიერებლად პსჟ-ს ფორვარდი გონსალო რამოშია.
ნიკოლო სკირას ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი პარიზული გუნდის რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს.
წყაროს ცნობით, მისი სამსახური აგენტმა მილანსა და იუვენტუსს შესთავაზა. პარიზელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვენ და იუვენტუსი განიხილავს, ღირს თუ არა მასში ამ თანხის გადახდა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
