რა თანხას მიიღებს იუვენტუსი საკლუბო მუნდიალზე მონაწილეობის სანაცვლოდ…
იუვენტუსს სეზონის დასრულების შემდეგ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ექნება, რაც გუნდისთვის როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
IlBianconero-ს ინფორმაციით, FIFA-მ ტურნირისთვის სპონსორები უკვე მოიძია, ტურნირთან პარტნიორობის სურვილი არაერთმა გამორჩეულმა ორგანიზაციამ, მათ შორის Hisense-მ და Bank of America-მ გამოთქვეს.
წყაროს ცნობით, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 2 მილიარდი ევრო იქნება. თითოეული გუნდი ტურნირზე მონაწილეობის სანაცვლოდ 18-დან 20 მილიონამდე მიიღებს, რაც ტურნირზე პროგრესის შესაბამისად გაიზრდება, გამარჯვებულს კი საბოლოო ჯამში დაახლოებით 100 მილიონი შეხვდება.