მოჯი:“ ჯუნტოლის კოლო მუანის გაფორმებისთვის ქება ეკუთვნის“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ კომოსთან მატჩი შეაფასა.
„იუვენტუსმა კომოს წინააღმდეგ კიდევ ერთი უსახური მატჩი ჩაატარა, მეტოქე გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, თამაშობდა საგრძნობლად სწრაფ და ინტენსიურ ფეხბურთს. ჯერჯერობით ტიაგო მოტა ვერ ახორციელებს იმ იდეებს, რაც მან ბოლონიაში დაგვანახა.
„კომოსთან მატჩის ერთადერთი ნათელი წერტილი კოლო მუანი იყო. კრისტიანო ჯუნტოლის მისი გაფორმებისთვის ქება ეკუთვნის, გუნდში არსებული რთული ფინანსური სიტუაციის ფონზე ასეთი მაღალი დონის ფორვარდის გაფორმება მარტივი არ არის.“