ვლაჰოვიჩის მსურველთა სია სულ უფრო იზრდება
იუვენტუსისა და დუშან ვლაჰოვიჩის გზები დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გაიყოფა და სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს.
გუნდში კოლო მუანის მისვლის შემდეგ, ვლაჰოვიჩმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მისი კონტრაქტის სიტუაციის გათვალისწინებით კი, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იწურება, სერბის გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს გარდაუვალია.
Tuttomercato-ს ცნობით, ინგლისური გრანდების შემდეგ, დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესი ბარსელონამაც გამოთქვა. ბლაუგრანა ვეტერანი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაშია და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ვლაჰოვიჩი გახლავთ.