იუვენტუსში დასარჩენად კოლოს ხელფასის შემცირება მოუწევს
იუვენტუსმა კოლო მუანის შენარჩუნებაზე მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა ამისთვის კრისტიანო ჯუნტოლის არაერთი სირთულის დაძლევა მოუწევს.
ტურინული გრანდი ფრანგის იჯარის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებას ეცდება, ამჯერად მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ამის გარდა კი იუვენტუსს მუანისთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მოუწევს.
ფრანგი ფორვარდი პსჟ-ში წლიურად 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს და მას დაახლოებით 6-6.5 მილიონ ევროს შეთავაზებს.