კიეზამ იუვენტუსში დარჩენის სურვილი დააფიქსირა
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა ბელიჩეს ინფორმაციით, იუვენტუსის ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ თავისი აგენტის მეშვეობით გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მას ბიანკონერის რიგებში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არის ჩანიშნული, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება თუ არა კიეზა ტურინული გრანდის რიგებში.
იუვენტუსი კიეზასთვის აქამდე შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებას არ აპირებს. გუნდს მისთვის ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება სურს, მისი ხელფასი კი უცვლელად 5 მილიონი დარჩება.