TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ჰეისენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა დინ ჰეისენის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტა ესპანელი ტალანტის გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ბიანკონერის პრობლემური პოზიციების გასაძლიერებლად ფული სჭირდება, ამიტომ ჰეისენის გაყიდვა გადაწყდა.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ბოლო დღეებში ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს პსჟ იჩენს. პარიზელებმა ჰეისენის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და იუვენტუსს პირველი წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავენ.