კესის უარი ატალანტას და ფიორენტინას, კოტ-დიუვარელს იუვენტუსში სურს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანკ კესიმ ატალანტა და ფიორენტინა უარით გაისტუმრა.
წყაროს ცნობით, კოტ-დიუვარელს იტალიაში დაბრუნება უნდა, თუმცა მისი პრიორიტეტი იუვენტუსის რიგებში თამაშია.
კესი ამ მომენტისთვის ტურინული გრანდის პრიორიტეტი არ არის, თუმცა ლუჩიანო სპალეტის ფეხბურთელის გაფორმება სურს. ფორვარდისა და მეკარის გაფომების შემდეგ, ბიანკონერი დიდი ალბათობით კესისთან მოლაპარკებებს ივლისის მეორე ნახევარში დაიწყებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
