იუვენტუსმა კოპმეიენრსის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა
დუგლას ლუისისა და კეფრენ ტურამის ტრანსფერების დახურვის შემდეგ, იუვენტუსის მთავარი მიზანი ატალანტას ნახევარმცველის ტეუნ კოპმეიენრსის გაფორმეა იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები განახლდა და მათ საერთო ენის გამოსანახად საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა მოუწევთ.
ლა დეა ნიდერლანდელის სანაცვლოდ, რომელსაც იუვენტუსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე მიღწეული აქვს, 60 მილიონ ევროს ითხოვს, ბიანკონერის შეთავაზება კი 40 მილიონია…