იუვენტუსსა და ბოლონიას შეთანხმებამდე 2 მილიონი აშორებთ
იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ბოლონიას ფაბიო მირეტის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებამდე 2 მილიონი ევრო აშორებთ.
ჯოვანი კარნევალიმ ცოტა ხნის წინ დაადასტურა (იხილეთ აქ), რომ ბოლონიასთან მირეტის ტრანსფერზე მუშაობენ, მაგრამ ამ მომენტისთვის გუნდებს შორის შეთანხმება არ არსებობს.
ლონგარის თქმით, იუვენტუსი მირეტის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს ითხოვს, ბოლონია კი ტურინელებს 10 მილიონს და ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონ ევროს სთავაზობს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
