იუვენტუსმა საჭირო 13 მილიონი ევრო მიიღო და ფინანსური Fair Play-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა
იუვენტუსმა ფინანსური Fair Play-ს გამო 30 ივლისამდე საჭირო 13 მილიონი ევრო გამოიმუშავა და UEFA-სთან ზედმეტი პრობლემები აღარ შეექმნება.
მარსელმა ტიმოთი ვეას გამოსასყიდი პუნქტი გაააქტიურა, რომელიც სავალდებულო გახლდათ და ამერიკელი ფეხბურთელი 14.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.
ამის გამო, ტურინულ გრანდს ფაბიო მირეტის ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის უმოკლეს დროში გაყიდვის აუცილებლობა აღარ აქვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
