TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს დანილოს 2 პოტენციური შემცვლელი შერჩეული ჰყავს

ნაპოლი დანილოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, იუვენტუსმა კი ბრაზილიელი ფეხბურთელის პოტენციური შემცვლელები უკვე შეარჩია.

Sky Sport-ის ცნობით, თუ დანილომ იანვარში იუვენტუსი დატოვა, კრისტიანო ჯუნტოლი ლუის ფელიპეს ან იაკუბ კივიორის გაფორმებას ეცდება.

უფრო რეალური კანდიდატი ლაციოს ყოფილი ფეხბურთელია, ფელიპემ არაბულ ალ-იტიჰადთან კონტრაქტი გაწყვიტა და მისი გაფორმება სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.

error: დაცული კონტენტი !