TuttoJuve

Juve per sempre sarà

დიბუ მარტინესი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ასტონ ვილას დიბუ მარტინესი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, სპალეტის გუნდში უმაღლესი დონის და გამოცდილების კარის დარაჯის ხილვა სურს, რომელიც იუვენტუსის დაცვის ლიდერი გახდება და ლუჩიანოს ასეთად სწორედ მარტინესი მიაჩნია.

იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის მოლაპარაკებები გრძელდება, ინგლისელები ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და მის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ, ტურინულ გრანდს კი არგენტინელის 10 მილიონად გაფორმების იმედი აქვს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).