იუვე ფიორენტინას მცველით ინტერესდება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ფიორენტინას მარჯვენა მცველის დოდოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ხილვა ტურინული გრანდის რიგებში პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ფიორენტინასთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ის გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, ამიტომ იებს მისი გაყიდვა მომდევნო თვეებში მოუწევთ.
ფიორენტინა დოდოს 20 მილიონად აფასებს, თუმცა ფლორენციელები ჟოაუ მარიოსა და ფაბიო მირეტის ტრანსფერებით ინერესდებიან და არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ერთ-ერთი მათგანი გამოიყენოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
