ბენფიკა სილვას იჯარაზე უარს ამბობს
იუვენტუსი ბენფიკას მცველის ანტონიო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ ჯერჯერობით პორტუგალიელებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს.
ალფრედო პედულას ცნობით, ბენფიკა ახალგაზრდა ტალანტის იჯარით გაშვებას არ აპირებს და მის გაყიდვას მხოლოდ 30-35 მილიონ ევროდ განიხილავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის რიგებში სულ უფრო პოპულარული ხდება ფიკაიო ტომორის კანდიდატურა. ინგლისელი ფეხბურთელი მილანში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და იანვარში იუვენტუსში გადასვლაზე უარს არ იტყვის…