მანჩესტერმა მსურველებს ზირკზეეს ფასი შეუთვალა
იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნიდერლანდელი ტურინულ გრანდს იანვარში შეუერთდეს.
Calciomercato-ს ცნობით, მანჩესტერი ზირკზეეს გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იანვარში იუვენტუსს გაუჭირდება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი დიდი ალბათობით ზირკზეეს კანდიდატურას სეზონის ბოლოს დაუბრუნდება, იანვარში კი კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტი დაცვის ხაზის გაძლიერება იქნება.