იუვე ჰოფენჰაიმის ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი გერმანული ჰოფენჰაიმის ფეხბურთელის ტომ ბიშოფის ტრანსფერით ინტერესდება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, 19 წლის ნახევარმცველი ტურინულ გრანდში ნიკოლო ფაჯოლის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.
ახალგაზრდა გერმანელის მიმდინარე კონტრაქტი ჰოფენჰაიმთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ იანვარში მისი გაფორმება დაახლოებით 3-4 მილიონად იქნება შესაძლებელი. იუვენტუსს კონკურენციას რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის ბაიერნი გაუწევენ.