TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე პირველი ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ბენფიკადან ახალგაზრდა მცველის ანტონიო სილვას ტრანსფერთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი ტურინულ გრანდს ფასიანი იჯარით შეუერთდება, მისი სეზონში გამოსყიდვის პერსპექტივით.

დი მარციოს ცნობით, მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ითამაშა, ვისაც იუვეს ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.