ფაჯოლის იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილია
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიკოლო ფაჯოლის იუვენტუსიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყდა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მის გაყიდვას, მიღებული თანხით კი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.
გუნდის დატოვების წინააღმდეგი არც თავად ფაჯოლია, იტალიელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და ფეხბურთელის აგენტს გუნდის ძებნა დაწყებული აქვს.
ამ მომენტისთვის ფაჯოლის ტრანსფერზე ყველაზე მეტად მარსელი და პსჟ აქტიურობენ, თუმცა ნიკოლოს მსურველები ინგლისშიც ჰყავს.