TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

აჯიჩი და ვლაჰოვიჩი ბოლონიასთან მატჩისთვის მზად იქნებიან

რომეო აგრესტის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი და ვასილიე აჯიჩი ბოლონიასთან მატჩისთვის ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნებიან.

წყაროს ცნობით, ორივე მათგანმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მომდევნო ტურში იუვენტუსის დახმარებას შეძლებენ.

მაკკენი და ლუისი გუნდს სავარაუდოდ მანჩესტერ სიტისთან, ხოლო ნიკო გონსალესი კი ვენეციასთან დაბრუნდება.