TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის ტრანსფერით რეალიც დაინტერესდა

იტალიელი ჟურნალისტის მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით დაინტერესებული გუნდების სიას მადრიდის რეალი შეუერთდა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მისი ბლანკოსის რიგებში ხილვა პირადად ჟოზე მოურინიოს სურს.

იუვენტუსი ვლაჰოვიჩთან საბოლოო შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს, თუმცა კონტრაქტის თაობაზე არსებული უთანხმოების და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის ფონზე, რაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია, სერბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შანსი მინიმალურია.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).