კომოლი იუვენტუსის ნებაყოფლობით დატოვებას არ აპირებს
Tuttosport-ის ცნობით, დამიენ კომოლი იუვენტუსს თავისი ინიციატივით არ დატოვებს.
წყაროს ინფორმაციით, კომოლიმ იცის, რომ მან გარკვეული შეცდომები დაუშვა და გუნდში არსებული პრობლემები მისი დამსახურებაც არის, თუმცა ამის მიუხედავად იუვენტუსში დარჩენა და პროექტზე მუშობის გაგრძელება სურს.
ჯონ ელკანი კომოლის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, ლუჩიანო სპალეტისთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
