იუვე მაკკენის ახალ კონტრაქტზე მუშაობას შეუდგა
უესტონ მაკკენი ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი გახდა. ამერიკელი ფეხბურთელის უნივერსალობას ტიაგო მოტა აქტიურად იყენებს და ტურინულ გრანდს მისი დიდი ხნით შენარჩუნება სურს.
მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა იუვენტუსს ამერიკელის ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
იუვენტუსს 26 წლის ამერიკელის ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივება სურს, მისი წლიური გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 3.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.