ფაჯოლის გამოსამშვიდობებელი წერილი იუვენტუსს
იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლო ფაჯოლი ტურინულ გრანდს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.
„დამშვიდობების დრო მოვიდა. ყოველთვის ძნელია იმ ადგილის დატოვება, სადაც თავს ისე გრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში, სადაც იპოვნე ადამიანები, რომლებიც შენი მეგზურები და მეგობრები გახდნენ.
„ეს ფანტასტიკური 11 წელი იყო, სიყვარულისა და ვნების 11 წელი, რომლებმაც ძალიან მალე გაიარეს.
„მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ მევარჯიშა ფეხბურთელებთან, რომლებმაც გუნდისა და სრულიად ფეხბურთის ისტორია დაწერეს. რონალდუ, ბუფონი, კიელინი, დიბალა, ბონუჩი, დი მარია, მარკიზიო, დანილო, ალექს სანდრო, კუადრადო, შესნი და სხვები.
„მინდა თითოეულ მწვრთნელს, ვინც ჩემ განვითარებაში წვილი შეიტანა, დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შორის კი მისტერ პირლოს გამოვარჩევდი, ვინც მე ძირითად გუნდში დებიუტის საშუალება მომცა, ხოლო მისტერ ალეგრიმ ამ მაისურისთვის ბრძოლის შესაძლებლობა.
„დიდი მადლობა ადამიანებს, რომლებიც კულისებს მიღმა მუშაობენ და ფეხბურთელების მაქსიმალურ კომფორტზე ზრუნავენ.
„და ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ თქვენ, იუვენტუსის ქომაგებს. თქვენ ყოველთვის გვერდით მედეგით, მაშინაც კი, როდესაც ძალიან რთლი პერიოდი მქონდა. მადლობა თქვენ და პრეზიდენტ ანდრეა ანიელის, ვინც ყოველთვის მიმეორებდა:” Fino Alla Fine!”