იუვე კონსეისაუს გამოსყიდვას წლის ბოლომდე აპირებს
იუვენტუსმა ფრანცისკო კონსეისაუს გამოსყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი პორტუგალიელი ტალანტის სანაცვლოდ მოთხოვნილ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება და ჩიკო იუვენტუსის სრულფასოვანი წევრი გახდება.