TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფონსეკა:“ იუვეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“

ტიაგო მოტას შემდეგ (იხილეთ აქ), მილანი – იუვენტუსის მატჩის წინ კომენტარი პაულო ფონსეკამ გააკეთა.

„ვლაჰოვიჩის არყოფნა ? იუვენტუსი შესანიშნავი გუნდია, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ ისინი გამოსავალს აუცილებლად იპოვნიან. არ ვიცი, იქნება თუ არა ვეა ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, მათ ამ პრობლემის მოგვარების ბევრი გზა აქვთ.

„ვეასთან მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ის არის სწრაფი, შეუძლია სივრცეების კარგად გამოყენება, ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ.

„რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ? მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ჩვენ იუვენტუსს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი არ გვეშინია და მიზანი გამარჯვება იქნება.”

error: დაცული კონტენტი !