მოტა:“ მილანი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ თითოეული ქულისთვის ბრძოლას ვაპირებთ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ მილანთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„რა ფორმაშია გუნდი ? კონტინასაზე დარჩენილ ფეხბურთელებთან ერთად ძალიან კარგად ვიმუშავეთ, ხოლო ისინი, ვინებიც ნაკრებებიდან დაბრუნდენ, მოტივირებულები არიან და ხვალინდელ მატჩში თითოეული მათგანისგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მონდომებას ველოდები.
„ვინ შეცვლის ვლაჰოვიჩს ? ფეხბურთელებს განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, რაც პრობლემის სხვაგვარად მოგვარების საშუალებას გვაძლევს და ვინც არ უნდა შეცვალოს ხვალ ვლაჰოვიჩი, ჩვენ ამ ფეხბურთელის ძლიერი მხარეების გამოყენებას ვეცდებით.
„ვლაჰოვიჩის გარდა, ჩვენ მილანის წინააღმდეგ მატჩში გლეისონი, ნიკო, არეკი, დუგლასი, ხუანი და აჯიჩი ვერ დაგვეხმარებიან.
„როგორ არის ვლაჰოვიჩი და რას ვფიქრობ მის კომენტარზე ? დუშანის დაბრუნების დრო უცნობია, ის ხვალ ვერ დაგვეხმარება. კომენტარს რაც შეეხება, მე ჩემი ბიჭების მჯერა და ვიცი, რომ ისინი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ბოლომდე დაიხარჯებიან, რადგან ეს მათი მოვალეობაა.
„ნიკო და დუგლასი ? სამედიცინო შტაბი მათთან მუშაობს, მე კი ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ.
„სიტუაცია ჩემპიონატში ? სერია ა ძალიან დაბალანსებულია, რაც იტალიური ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ თითოეული ქულისთვის ვიბრძოლებთ და ვეცდებით, ტიტულისთვის ბრძოლაში ბოლომდე დავრჩეთ.
„მილანი ? ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც გარდამავალ პერიოდშია. ჩვენ ლეაუს, მორატას, ლოფტუს-ჩიკს და პულისიკს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, დავიცვათ თავი კოლექტიურად და არ დავრჩეთ მეტოქესთან ერთი ერთზე.
„ვეა ? მე მომწონს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, რადგან რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, არის პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე, ესმის რა სჭირდება გუნდს. მიხარია, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი მყავს.
„ველოდებოდი თუ არა კალულუს ასეთ თამაშს ? მთავარი იყო ის, რომ მას იუვენტუსში მოსვლა უნდოდა და ძალიან მოტივირებული იყო, რაც მისი პირველივე ვარჯიშის შემდეგ გამოჩნდა. მას ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლია და არის შრომისმოყვარე.
„ვესაუბრე თუ არა ვლაჰოვიჩს ? დიახ და ჩვენ შევთანხმდით. აქ ყველა დარბის, ვეხმარებით ერთმანეთს დაცვასა და შეტევაში.“