იუვენტუსმა პსჟ-ს ფაჯოლის ფასი შეუთვალა
იტალიური წყაროების ცნობით, პსჟ-ს ინტერესი ნიკოლო ფაჯოლის მიმართ სერიოზულია.
Calciomercato-ს ინფორმაციით, პარიზელები იტალიელი ნახევარმცველის გაფორმებას იანვარში ეცდებიან და მხარეებს შორის პირველი კონტაქტი ნიკოლოს თაობაზე უკვე შედგა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს ფაჯოლის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, მიღებული თანხა კი სრულად ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას მოხმარდება.