კოპმეინერსი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის
იტალიელი ჟურნალისტის ორაციო აკომანდოს ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტეუნ კოპმეიენრსის გაყიდვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ნიდერლანდელს აცნობა, რომ ის ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედის და ტეუნს ახალი გუნდის პოვნისკენ მოუწოდა.
აკომანდოს თქმით, ტეუნის მიმართ ინტერესს ბოლონია იჩენს, თუმცა მათ კოპმეინერსის გაფორმება ფინანსურად გაუჭირდებათ, იუვენტუსი კი ნიდერლანდელის იჯარით გაშვებას არ განიხილავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
