TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ:“ იუვენტუსში ვგრძნობ ნდობას, რაც მილანში მაკლდა“

იუვენტუსის მცველმა პიერ კალულუმ DAZN Italia-სთან იუვენტუსში გადასვლის პროცესი გაიხსენა.

„იუვენტუსში გადასვლის პროცესი ? როდესაც ტიაგო მოტამ დამირეკა, მან მკითხა, ვიყავი თუ არა ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაშისთვის, შემდეგ მან მითხრა, რომ მე როგორც მარჯვნივ, ასევე ცენტრში და მარცხენა ფლანგზე თამაში მომიწევდა.

„ამის მოსმენის შემდეგ, მე იუვენტუსში გადასვლა საბოლოოდ გადავწყვიტე, რადგან გუნდიდან ვიგრძენი ნდობა, რომელიც მილანში მაკლდა. გუნდისა და მწვრთნელის მხრიდან ნდობა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

ტურინულ გრანდს კალულუს გამოსყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს, მისი შენარჩუნება ბიანკონერის ბონუსების ჩათვლით 17 მილიონი ევრო დაუჯდება.

error: დაცული კონტენტი !