TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუკუმისთვის რომა და იუვე იბრძვიან

იუვენტუსი და რომა ბოლონიას მცველის ჯონ ლუკუმის ტრანსფერზე მუშაობენ.

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ამ მომენტისთვის რომა ფეხბურთელის ტრანსფერზე უფრო მეტად აქტიურობს და მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

ლუკუმის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 28 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა მისი კონტრაქტი გუნდთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ბოლონია სავარაუდოდ ფეხბურთელის 20 მილიონად გაშვებას დათანხმდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).