TuttoJuve

Juve per sempre sarà

ალისონმა ლივერპულს აცნობა, რომ იუვენტუსში თამაში სურს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ალისონი იუვენტუსს უახლოვდება.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ალისონს პრემიერ ლიგის დატოვება და იტალიაში დაბრუნება, იუვენტუსში გადაბარგება სურს.

იუვენტუსმა ალისონთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)