იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე ატლეტიკოს ფორვარდია
იუვენტუსი ატლეტიკოს ფორვარდის ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი ზაფხულში ფიზიკურად ძლიერი ცხრიანის გაფორმებას გეგმავს და Tuttomercato-ს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი ფავორიტია.
წყაროს ცნობით, ნორვეგიელის გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 25 მილიონად შეეძლება. მის აქტივში მიმდინარე სეზონში 19 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
