გონსალესის თაობაზე გადაწყვეტილებას სპალეტი მიიღებს
ნიკო გონსალესის ატლეტიკოში დარჩენის საკითხი ლუჩიანო სპალეტიზეა დამოკიდებული.
Tuttomercato-ს ცნობით, თუ სპალეტი იტყვის, რომ არგენტინელს მის გუნდში ხედავს, იუვენტუსი გონსალესის გამოსასყიდი თანხის შემცირებაზე უარს იტყვის და ის ზაფხულში ტურინში დაბრუნდება.
თუ სპალეტი გონსალესს მომდევნო სეზონში ტურინულ გრანდში ვერ ხედავს, იუვენტუსი ატლეტიკოსთან საერთო ენის გამონახვას და მის საბოლოოდ გაყიდვას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
