იუვენტუსის ინტერესი პარმას ფორვარდის მიმართ სერიოზულია
იუვენტუსი პარმას არგენტინელი ფორვარდის მატეო პელეგრინოს ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
ტურინულ გრანდსა და ატლეტიკოს შორის მოლაპარაკებები ალექსანდერ სოლროთის თაობაზე ჩიხში შევიდა, პელეგრინო კი ნორვეგიელის მთავარი ალტერანტივაა.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსის სკაუტები პელეგრინოს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან, მისი გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
