ბოლონიამ ლუკუმის თაობაზე იუვენტუსის წინადადება იუარა
იუვენტუსი ბოლონიასთან ჯონ ლუკუმის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსმა ბოლონიას კოლუმბიელი მცველის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზა და უარი მიიღო.
წყაროს ცნობით, ბოლონია 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხის – 28 მილიონის გადახდას ითხოვს, მაგრამ სავარაუდოდ ლუკუმის 24-25 მილიონად გაშვებას დათანხმდება, რადგან მისი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
